ხევსურეთის გეოგრაფია

            ხევსურეთი აღმოსავლეთ საქართველოს ერთ-ერთი მაღალმთიანი კუთხეა, რომელიც ღრმა ხევებით არის დაღარული. მისი გეოგრაფიული სახელწოდებაც „ხევ-ს უ რ ე თ ი“ უეჭველია აქედან არის წარმომდგარი და ნიშნავს ღრმა ხევებიან ადგილს.
 იგი მდებარეობს, კავკასიონის ქედის ჩრდილოეთ და სამხრეთ კალთებზე. კავკასიონის ქედი მას ორ ნაწილად ჰყოფს - პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთად. პირიქითა ხევსურეთი შედგება სამი ხეობისაგან: მიღმახევის, შატილისა და არხოტის,  პირაქეთა ხევსურეთი - არაგვის ხეობისაგან.
ჰავა და კლიმატური პირობები ხევსურეთის სამივე ხეობაში ერთგვარი არ არის. ხევსურეთის ჩრდილოეთის მხარე (არხოტ-შატილ-არდოტი) სამხრეთიდან (არაგვის ხეობა) შედარებით უფრო ცივი და სუსხიანია.
გაზაფხული გვიან დგება, შემოდგომა ადრე. ზაფხული გრილია (ივლისის ტემპერატურა +100-დან +140- დეა). მოკლე და ნესტიანი. ატმოსფეროს და ნალექის წლიური რაოდენობა აღწევს 1000 მილიმეტრს და უმთავრესად მოდის თოვლის სახით.
პირაქეთ ხევსურეთში კი, განსაკუთრებით ბარისახოსა და გუდანის ნაწილი ჰავის მხრივ ეკუთვნის მთის ტყეების ჰავის ზოლს (650-2000მ) სადაც ზომიერად ცივა და წლის საშუალო ტემპერატურა ქვემო საფეხურზე +110-ია, ხოლო ზემოთ +50-მდე ჩამოდის. ზაფხული აქ თბილია, შემოდგომა კი მზიანი. ატმოსფეროს ნალექის წლიური რაოდენობა საშუალოდ 1000-1200 მმ-მდეა. წვიმიანი და ნისლიანი ამინდები აქ უფრო ზაფხულობით იცის.
ხევსურეთს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ჩეჩნეთი და ინგუშეთი, აღმოსავლეთით - თუშეთი, დასავლეთით -ხევი და გუდამაყარი, სამხრეთით - ფშავი. თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით, ხევსურეთი შედის მცხეთა-მთიანეთის მხარეში, კერძოდ დუშეთის მუნიციპალიტეტში და ოთხ თემადაა დაყოფილი: ბარისახოს, გუდანის, შატილისა და არხოტის.
1926 წლის სტატისტიკური აღწერის მიხედვით ხევსურეთის მოსახლეობის რაოდენობა არ აღემატება 3 472 კაცს და  ამ რიცხვს ჩვენ თუ შევადარებთ 1873 წლის ხევსურეთის სტატისტიკურ აღწერას, სადაც ნაჩვენებია 4 867 სული, მაშინ გამოირკვევა, რომ ხევსურეთის მოსახლეობა თითქმის 25% -ით შემცირებულა.
კომუნისტების პერიოდში მოსახლეობის მთიდან ბარში ჩამოსახლება ორგანიზებულად ხდებოდა. ამ ფაქტმა საბოლოო ჯამში უარყოფითი შედეგი გამოიწვია. მე-20 საუკუნის ბოლოს ხევსურეთში უამრავი ნასახლარი გაჩნდა და დიდი ტერიტორია დღესაც დაცარიელებულია. ამ დროს კი ხევსურეთში ბევრი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, უნიკალური კოშკი და სახლია შემორჩენილი…
ბოლო დროს დაიწყო საუბარი იმის შესახებ, რომ თუშეთისა და მეზობელი ხევის რეგიონის გვერდით ხევსურეთშიც გაჩნდება ეროვნული პარკი. შესაბამისად, მომავალში ტურისტების აქ ჩასვლა უფრო ორგანიზებული გახდება. 10 წლის წინ თუშეთში ერთი-ორი ტურისტი თუ შეგხვდებოდა, დღეს კი ის ერთ-ერთი პოპულარული რეგიონია უცხოელი ვიზიტორებისთვის მიუხედავად იმისა, რომ რთულად მისასვლელი ადგილია. ვინც თუშეთში ფეხით მოძრაობს, გადმოდის ხევსურეთში, ან პირიქით. ადრე თუშეთში სასტუმრო საერთოდ არ იყო, დღეს კი რამდენიმე ათეული სასტუმრო ფუნქციონირებს.
ხევსურეთში ყველა ისტორიულ ძეგლს თავისი გამორჩეული მდებარეობა აქვს. თუ სხვა რეგიონებში გამორჩეული ბუნების ძეგლები გვხვდება, გამონაკლისი არც ხევსურეთია.
სოფელ შატილთან ახლოს, მდ. არღუნის ხეობაში, ანატორის მიდამოებში გეოლოგიურ წარსულში მდინარის დაგუბების შედეგად წარმოქმნილი სვეტებია, მასშტაბით დიდი არ გახლავთ, მაგრამ მოგზაურის თვალით რომ შეხედო, პარალელს კაბადოკიის ძეგლებთან გაავლებ. ის ბუნების ძეგლად შეგვიძლია მივიჩნიოთ. საინტერესოა პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთის გამყოფი დათვისჯვრის უღელტეხილი კავკასიონზე, რომელიც ზღვის დონიდან 2 676 მ-ზე მდებარეობს. ამ ადგილიდან უნიკალური ხედი, მთელი ხევსურეთი იშლება.
გამორჩეული ბუნების ძეგლი გვხვდება არღუნის ხეობაში, ნასოფლარ გუროს ტერიტორიაზე. აქ კლდეებთან დიდი რაოდენობით წყალი წვეთავს.  ასევე, პირიქითას ხეობაში, შატილთან 1 კმ-ში, მდინარე შატილის წყლის ხეობაში ქვებიდან დიდი მდინარე გამოედინება, გამორჩეული ადგილია. ამ ხეობაში საზღვრის მხარეს ტბაც არის.
როცა ხევსურეთზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ როშკა, აბუდელაურის ტბები და აბუდელაურის მყინვარი, რომელიც პირაქეთა ხევსურეთშია. როშკა საქართველოს სოფლებს შორის ერთ-ერთი ლამაზი სოფელია, რომლის სიმაღლეც ბევრად არ ჩამოუვარდება უშგულს. ყველაზე მაღლა მდებარე სახლის სიმაღლე უშგულის სიმაღლის დონეზეა. როშკაში არის გამორჩეული ბუნების საოცრება, უზარმაზარი ლოდები, ზოგიერთი მათგანის სიგრძე 20მ-ს აღწევს, სიმაღლე – 12-13მ-ია. ეს ერთ-ერთი უდიდესი მყინვარის ჩამოტანილი ლოდია ევროპაში. მას წითელ ნუსხაში შეტანილ ძეგლად მიიჩნევენ.


ეკონომიკური მდგომარეობა
მიწათმოქმედებასთან ერთად ხევსურეში მესაქონლეობასაც მისდევენ, განსაკუთრებით მეძროხეობას. ამას ხელს უწყობს აქაური საზაფხულო საძოვრები და ფართო სათიბები, განსაკუთრებით პირიქით ხეობაში, სადაც სათიბ საძოვრებს დიდი ფართობი უჭირავს.  საძოვრები ხევსურეთში სასოფლოა და  იყოფა: საძროხედ, სახაროვნედ და ყორუღად (სათიბი).      
ხევსურეთი ცნობილია თავისი უნიკალური კვების პროდუქტებითაც.  ნაღებმოხდილი რძისგან ხევსურები ყველს ამზადებენ. რძის დასამზადებლად ჩაასხამენ ხსნარს „წამალას“, რომელსაც ხბოს კუჭ-ნაწლავისგან ამზადებდნენ. შედედებულ რძეს ხელით ჭყლეტენ  და ჩასდებენ ქილაში ,სადაც ის იწურება. ყველის ამოღების შემდეგ ქვაბში რჩება  „ტკბილსველი“ და ახლა მას ცეცხლზე შესდგამენ  და წამოადუღებენ. ტკბილსველი მოიგდებს კალტს, რომელსაც ტილოს პარკში ჩაუშვებენ გასაწურად. გაწურულ კალტს მარილში ზელავენ, კვერებად აკეთებენ და ლასტზე აშრობენ.
პირიქით ხევსურეთში ცხვარიც ჰყავთ. აქ ფართე ალპური საძოვრებია, მაგრამ ცხვრის მოშენება-მომრავლებას არხოტელები და შატილელები არ მისდევენ. ხევსურეთში ძირითადი ტრანსპორტი ცხენი და ჯორია. უცხენოდ არსებობა ხევსურეთში ძნელია. მიმოსვლა თუ ტვირთის გადაზიდვა აქ მხოლოდ ცხენითა და ჯორით წარმოებს. ხევსურული ცხენი ცნობილია თავისი ჯიშიანობით, იგი ტანით საშუალოა, ფეხმარდია  და გამრჯე. ჯორი აქ ცხენზე მეტს ფასობს. მძიმე ტვირთის გადაზიდვა  და შორი მგზავრობა წარმოებს ჯორებით.
არაგვის ხეობის ხევსურეთში ფუტკარიც ჰყავთ. ფუტკარს ხოკერში ათავსებენ. ხოკერს თვალი აქვს გამოჭრილი, საიდანაც ფუტკარი ხოკერში შედის და გამოდის. ფუტკარი ჭერხოს დერეფანშია მოთავსებული. ხოკრიდან თაფლი შემოდგომით გამოაქვთ ბარბაროსული წესით. აიღებენ ხოკერს და წყალში ჩააყუდებენ ან ყერტის ცეცხლზე დაამხობენ: ამგვარად ფუტკარს ხოცავენ და თაფლს ისე იღებენ.
ბოლო ხანებში ხევსურეთში იმატა ტურისტთა რაოდენობამ. მიუხედავად იმისა, რომ აქ არ ფუნქციონირებს საკმარისი რაოდენობა სასტუმროებისა,  ამ ლამაზი კუთხის ბუნების ულამაზეს ქმნილებათა და ადამიანის ხელით ნაგებ უნიკალურ ნაგებობათა სანახავად უამრავი ადამიანი დადის, რომელიც ღამეს კარავში ატარებს.  გზა სხვასთან შედარებით უკეთესია შატილისა და მუცოსაკენ.
თუკი მომავალში ხევსურეთში ეროვნული პარკი შეიქმნება და ხელისუფლებაც დაეხმარება ამ რეგიონს, ინფრასტრუქტურაც ჩამოყალიბდება და მოსახლეობასაც თუ გარკვეული ინტერესი გაუჩნდება, მიტოვებული სოფლებიც „გამოცოხცლდებიან“. ხალხს სარგებელიც ექნება და ამ ისტორიულ მხარესაც მიხედავს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტურიზმისაგან მიღებული შემოსავალი. დაიწყება კუთხეში მოსახლეობის მომრავლების უწყვეტი პროცესი, რომელიც დღეისათვის უმნიშვნელოვანესია ჩვენი ერისა და სამშობლოსათვის!


            ... გავიდა დრო, აღარსადაა ხევსურთა დასარბევად და მათ გასატაცებლად დაძრული მტერი, მაგრამ პარალელურად ძალიან ცოტაა იმ ადამიანთა რიცხვი, რომელიც ამ ულამაზეს კუთხეში მუდმივად ცხოვრობს. საქართველოს ჩრდილოეთ ნაწილის დამცველი ამაყი კოშკებიც ნელ ნელა ზიანდებიან და ზოგიერთი მათგანი უკვე ნანგრევად იქნცა, ამ კუთხით შემაშფოთებელი სიტუაციაა მუცოში. საიმედოდ შემუშავებულია მისი გადარჩენის პროექტი, რომელიც უახლოეს მომავალში განხორციელდება და კოშკებს „დაღუპვისაგან“ იხსნის.
            ხევსურეთში არსებული პრობლემები, უმთავრესად, ბუნებრივ კატასტროფებთანაადაკავშირებული. ეს რეგიონი გამოირჩევა სტიქიური პროცესებით: დიდთოვლობით,წყალდიდობით, რასაც წინ ვერავინ აღუდგება. შედეგად ზიანდება კოშკები, მათი აღდგენაპერიოდულად მიმდინარეობს, თუმცა რთული პროცესია. შატილში დაზიანებული კოშკებისუმრავლესობა აღდგენილია. შატილი 2007 წელს იუნესკოს წევრობის საცდელ ნუსხაში შევიდა.ალბათ, მოვა დრო, კლდეზე შეფენილი უნიკალური სოფელი შატილი მთლიანად იუნესკოსდაცულ ძეგლად იქცევა.
             დემოგრაფიული თვალსაზრისით კარგია ის ფაქტი, რომ იქ მყოფი ადამიანები სასაზღვრო პოლიციის ქვედანაყოფებში არიან დასაქმებულნი. რამდენიმე პოსტი მთლიანად ადგილობრივი მოსახლეობითაა დაკომპლექტებული. ისინი მუდმივად ცხოვრობენ აქ, დროის გარკვეულ მონაკვეთში მუშაობენ აქ და პარალელურად თავის მამა-პაპეულ კერასაც უვლიან.            დათვისჯვრის უღელტეხილი 6 თვე ბუნებრივად დათოვლილია. შეუძლებელია და არცაასასურველი მისი თოვლისგან ინტენსიურად გაწმენდა, რადგან არის ფერდობები, სადაც დღეშიშეიძლება რამდენიმე ზვავი ჩამოწვეს და ამას მსხვერპლი მოჰყვეს. ბუნებრივი პირობები არიძლევა იმის საშუალებას, რომ საავტომობილო გზა ბარიდან ხევსურეთში მუდმივადარსებობდეს, რაც მოსახლეობისთვის ამ მხრივაც ქმნის პრობლემებს.

Комментариев нет:

Отправить комментарий