რელიგია
ხევსურებს სწამდათ მრავალი
ხატ-ანგელოზები, რომელთა საყმოს მთელი ხევსურეთი წარმოადგენდა. თავიანთ თავსაც
ხევსურები ამ ხატების ყმებად თვლიდნენ. მაგრამ ამ წარმართულ პანთეონში ღვთაებები
დაჯგუფებული იყო იერარქიული კიბისა და მათი ფუნqციონალების მიხედვით.
ხევსურის წარმოდგენით ღვთაებებში პირველია მორიგე
ღმერთი, რომელიც ყველაზე ძლიერი და უფროსია. მორიგე ქვეყანას რიგს აძლევს და
ყველანი მის ბრძანებას ემორჩილებიანო.
მორიგეს შემდეგ მეორე ადგილი უჭირავს
კვირიას, რომელსაც ხმელთმოურავს უწოდებენ. კვირია მორიგეს კარზეა და სამწერლო აქვს
აღმართულიო. ხმელეთზე ყველა საქმეს კვირია განაგებს და სანამ კვირიას არ
შეეკითხებიან, ანგელოზები ვერაფერს გააკეთბენო. მორიგესა და კვირიას ხევსურები
ერთად იხსენიებენ და შესთხოვენ კარგად ყოფნას, ადამიანისა და საქონლის გამრავლებას.
ამ ორი ღვთაების შემდეგ ძლიერ და
მნიშვნელოვან ხატად მთელს ხევსურეთში ითვლება გუდანის-ჯვარი, რომელსაც
''სამღვდოთ''იხსენიებენ და წმ. გიორგობით
ლოცულობენ.
გუდანის ჯვარი - წარმართული ღვთაებაა,
რომელიც ხევსურეთში, სოფელ გუდანში მდებარეობს. გუდანის ჯვარში ხდებოდა საერთო
საქმეების განსჯა, გადაწყვეტა.
გუდანის ჯვარი ძირითადად მოლაშქრე ღვთაებად
მიაჩნდათ, მიეწერებოდა თავისი საყმოს დაცვა-პატრონობის ფუნქციაც, მისი კულტი
გავრცელებული იყო მეზობელ მთიელებშიც.
ლეგენდის თანახმად ხევსურები თვლიდნენ, რომ გუდანის
ჯვარი ერეკლე მეფის მოძმე იყო და ეცხადებოდა ხოლმე. მეომრები ომში წასვლამდე ამ
ღვთაებასთან ლოცულობდნენ და სწამდათ რომ გაიმარჯვებდნენ. თუ ლაშქრობაში გუდანის
ჯვარს გაუჭირდებოდა, მორიგეს ბრძანებით მას შეეშველებოდნენ კოპალა და პირქუში,
რომლებიც ასევე ხევსურთა უმთავრესი ღვთაებები
იყნენ.
ხ ა ხ მ ა ტ ი ს ჯ ვ ა რ ი - ღვთაების სამლოცველო იყო სოფელ
ხახმატში.
ლეგენდის თანახმად ჯვარი სახეცვლილი შეიპარა ქაჯთა
სოფელში, სხვა ღვთაებებთან ერთად და მძევლად წამოიყვანა სამი ქალი. ამ
ღვთაებას ავედრებდნენ ახალდაქორწინებულების ბედნიერებას და გამრავლებას.
ხახმატი ხევსურეთში ძლიერ ხატად ითვლებოდა და მასაც
წმ.გიორგობით ლოცულობდნენ. ხახმატის-ჯვარი უფრო ქალების მფარველ ღვთაებად იყო
მიჩნეული, მას ქალები შვილიერებასა და ვაჟიანობას შესთხოვდნენ. ამ მიზნით ქალები
მწევრის საფლავზე ციკანს წირავდნენ. ხახმატის-ჯვარს ერთი მწევარი ჰყოლია და ციკანი
მას მოუნდებაო. მშობიარე ქალი ხახმატის ჯვარს ევედრებოდა მშვიდობიან მოლოგინებას
და მის დობილებს აშექალს, მზექალსა და სამძიმარს სადობილო კვერებს უცხობდნენ.
ა ნ ა ტ ო რ ი ს ჯ ვ ა რ ი
ანატორის ჯვარი - შატილის თემის საერთო სალოცავი იყო, რომელიც თუშეთ-ხევსურეთის
კავკასიონის ჩრდილოეთ კალთაზე მდებარეობს. ანატორის ჯვრის შესახებ არის ლეგენდა:
ერთ კაცს ჯვრითვის ისარი უსვრია, ჯვარს თემი დაუსჯია და 60 მამაკაცი ავადმყოფობით
მოუკლავს.
ანატორის-ჯვარი მორიგე ღმერთან მეშველია. ანატორის-ჯვარი თავის ყმებს მორიგესთან
შუამდგომლობას უწევდა და მფარველობდა.
ხევსური ყოველგვარ უბედურებას მიაწერს და
ავსულებსა და ეშმაკებს, რომლებიც, მისი რწმენით, ადამიანსა და საქონელს მტრობენ,
ხიბლავენ, ავად ხდიან და ბოლოს სიცოცხლეს ასალმებენ.
ადგილის-დედას ხევსურეთში ყველგან თაყვანს
სცემდნენ. მისი ნიში თითქმის ყველა სოფელში იყო, მას აგრეთვე ღვთისმშობლობით
ლოცულობდნენ. მაგრამ მთავარი ადგილის დედის საბრძანისი სოფ. აჭეში იყო, სადაც
მახვეწარნი საწირ საკლავით მიდიოდნენ და ლოცულობდნენ.
ხევსურეთის ამ ხატ-ანგელოზებს ჰქონდათ
თავიანთი საბრძანისი ნიშები, რომლებსაც აქ ჯვრებს უწოდებდნენ, თუშები და ფშაველები
კი-ხატებს. თვითეულ თემს ხევსურეთში თავისი სამლოცველო ჯვარი ჰქონდა, თემში
შემავალ სოფლებს კი ამ ჯვრის ნიში ჰქონდათ აღმართული.
ხატში რამდენიმე საკულტო ხასიათის ნაგებობა
იყო მათ შორის მთავარია ხატის ნიში და
კოშკი.
ხევსურეთის ჯვარ-ხატებს ჰყავთ თავიანთი კულტის
მსახურები: ქადაგი, ღვთისშვილები, მკადრე და მეენე.
სულხან- საბა ორბელიანის
განმარტებით: ქადაგი არის ''მაღალ მძახებელი სწავლისა''
ქადაგის
არჩევა ხდებოდა დამიზეზება - დაჭერით, დამიზეზებულს ხასიათი ეცვლებოდა, ტიროდა,
გრძნობა ეკარგებოდა, ამ დროს ხალხი ამბობდა მას ხატი ''ხელს სდებს'', მეენედ
ან ხუცესად იყვანსო, დამიზეზებული იგივე დაჭერილია, იმის შემდეგ რაც
ჯვარი მეენეს აიყვანდა მათ შორის გარკვეული ურთიერთობა მყარდებოდა, ჯვარი ხშირ
შემთხვევაში მოულოდნელად ეცხადებოდა ხელკაცს.
Комментариев нет:
Отправить комментарий