(ხევსურეთი ნაწილი -I )
პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები სწავლობენ ხევსურეთის გეოგრაფიულ მდებარეობას, ისტორიას, კულტურას, საბრძოლო ხელოვნებას. აწყობენ ექსკურსიას ღირშესანიშნავ ადგილებში (შატილი, მუცო, ანატორის აკლდამები, ლებაისკარის ციხე, ხახმატის ჯვარი).
პროექტის აქტუალობა და მიზნები: მოსწავლეები შეისწავლიან
საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხის ხევსურეთის გეორაფიულ
მდებარეობას, დაუკავშირებენ მხარის ბუნებრივ და ანთროპოგენულ ლანდშაფტს მათ სამეურნეო საქმიანობასთან და იმსჯელებენ ქართულ ტრადიციებზე გეოგრაფიულ თავისებურებასთან მიმართებაში. მიმოიხილავენ თანამედროვე პრობლემებსა და დემოგრაფიულ სიტუაციას ამ კუთხეში. შეისწავლიან ამ ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარეს, იმსჯელებენ რელიგიის როლზე, მის გავლენაზე ამ კუთხის მატერილური და სულიერ განვითარებაზე. გაეცნობიან ქართული საბრძოლო ხელოვნების ისტორიის სპეციფიკას, გაეცნობიან ფარიკაობის ტექნიკას, მთიელთა იარაღს, სამხედრო აღზრდის თავისებურებებს.
მონაწილეთა ასაკი/კლასები:
კლასები: მე_10- მე_11
ასაკი: 15 – 16 წლის.
ვადები/ხანგრძლივობა:
2014 წლის აპრილი-ივნისი.
პროექტის ამოცანები:
მოხდება დაინტერესებული მოსწავლეების შერჩევა, არჩეულ იქნება განსახილვევი თემატიკა, შეიქმნება პროექტის ბლოგი, მოეწყობა ექსკურსია.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
სატრანსპორტო საშუალება, ფოტოაპარატი, საწერკალამი, რვეული, ვიდეო გადამღები, კომპიუტერი, პროექტორი, ტურისტული აღკაზმულობა.
პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):
ხევსურეთის გეოგრაფიის, ისტორიის, კულტურის, საბრძოლო ტრადიციების შესახებ ინფორმაციის მოძიება, სლაიდების მომზადება პრეზენტაცია ლიცეუმში, მონაწილეთა დაჯილდოება, ბლოგის შექმნა და ექსკურსიის ფოტო–სურათების გამოფენა.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ამ პროექტში მუშაობისას მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას შემდეგ საგნებში:
ისტორია, გეოგრაფია, სამხედრო ხელოვნება. გამოუმუშავდებათ უნარ–ჩვევები
საინფორმაციო ტექნოლოგიებში (ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში, პრეზენტა–
ციის მოწყობა, ბლოგის შექმნა).
გეო.IX.3. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს და გაანალიზოს საქართველოს
ბუნებრივი პირობები.
გეო.IX.10. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს ქართულ ტრადიციები გეოგრაფიულ
თავისებურებებთან მიმართებაში.
ამ პროექტში მუშაობისას მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას შემდეგ საგნებში:
ისტორია, გეოგრაფია, სამხედრო ხელოვნება. გამოუმუშავდებათ უნარ–ჩვევები
საინფორმაციო ტექნოლოგიებში (ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში, პრეზენტა–
ციის მოწყობა, ბლოგის შექმნა).
გეო.IX.4.
მოსწავლეს
შეუძლია დაუკავშიროს საქართველოს
ძირითადი ბუნებრივი და ანთროპოგენული ლანდშაფტები მათ სამეურნეო გამოყენებას.
ისტ.IX.1. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს
საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეები და გაანალიზოს ამ
მხარეების საზღვრების ისტორიული პროცესებით განპირობებული ცვალებადობა.
ფასილიტატორი: მურმან სურმავა
ისტ.XI.7. მოსწავლეს შეუძლია ამა თუ იმ ქვეყნის მატერიალურ და
სულიერ კულტურაზე რელიგიის გავლენის ანალიზი.
არჩ. სამხ.ხელ.
X/XI/XII.1.
მოსწავლე მსჯელობს სამხედრო
ხელოვნების ისტორიის სპეციფიკის შესახებ.
არჩ. სამხ.ხელ.X/XI/XII.4.
მოსწავლე მსჯელობს უძველესი დროიდან
დღემდე ქართული საბრძოლო იარაღის ევოლუციის შესახებ.
ფასილიტატორი: მურმან სურმავა
ფასილიტატორის ელ.ფოსტა: murmanisurmava@gmail.com